ახალი ამბები
მესტიაში საცხობი დაიწვა
მესტიაში საცხობს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის თითქმის მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების თქმით, საცხობი კვირა დღეს არ მუშაობს და შესაბამისად, შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, შიგნით არავინ იმყოფებოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მაშველებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Print