რეგიონი
სამეგრელოს კლინიკებში 200-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელოში სამ კოვიდ მიმღებ ცენტრში 235 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 155 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 80-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 41 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 13 - მძიმე. სენაკში, სენამედის კლინიკაში 39 პაციენტია, მათგან ერთი მძიმედაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 346 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 106 ადამიანი.

Print