ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 87 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 30 ნოემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 65 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურში 35 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მძიმე მდგომარეობაშია 1 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 43 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფიცირებულთა რაოდენობა 5970 - ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 3845 , გარდაცვლილია - 84 ადამიანი.



Print