ახალი ამბები
იუნისეფმა აფხაზეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასოფლო - სამეურნეო ტექნიკა გადასცა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF) სოხუმის ოფისმა 78 საოჯახო მეურნეობას (84 ოჯახი, მათ შორის 251 ბავშვი და 212 მოზრდილი) გადასცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: მოტო ბლოკები, ბენზო ხერხები, მინი - სათბურები, ტრიმერები და ხელსაწყოების ნაკრებები, წერს "აფსნიპრესი".

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, მათ ტექნიკა აფხაზეთის შვიდი რაიონის სოციალურად დაუცველ, ასევე პანდემიით დაზარალებულ და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადასცეს.

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა  UNISEF - ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში, შეძენილ ტექნიკაზე, (სულ 80 ერთეული), 3 მილიონი რუბლი დაიხარჯა.


Print