ახალი ამბები
ენგურის ხიდი ცალმხრივად დღეიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ისევ გაიხსნა
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით ისევ გაიხსნა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები უკან დაბრუნებას და ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის გადაკვეთას 2020 წლის 3-10 დეკემბერს დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. ამავე ცნობით, ყველა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამედიცინო - სანიტარულ შემოწმებას გაივლის.

სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებმა "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" პასპორტი, 2016 წლის ნიმუშის აფხაზური პასპორტი, ფორმა #9, ბინადრობის მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი დაბადების მოწმობა თან უნდა იქონიონ.

მანამდე აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე, რომელიც პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ოთხჯერ გაიხსნა.



Print