ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 493 პირი გამოიკვლიეს, მათგან 112 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მოსახლეობის Covid 19 - გან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 2 დეკემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავდმყოფოში 81 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია.

სოხუმის ინფექციურში 34 კოვიდ დადასტურებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 6204 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 4183 , გარდაცვლილია - 84 ადამიანი.



Print