ახალი ამბები
ჩხოროწყუში სასწრაფო, რომელსაც ავტოავარიისას დაშავებული გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა
ჩხოროწყუში, მუხური-ხაბუმეს გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით, საღამოს 19 საათზე მუხურში ავტოავარიის შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში მის გადასაყვანად მოსული სასწრაფოს მანქანა კი ავარიაში ხაბუმეში მოჰყვა, როცა მას დაშავებული გადაჰყავდა.

შემთხვევების შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, სასწრაფოს ექიმი, ექთანი და მანქანის მძღოლი. პაციენტი, რომელიც რამდენიმე წუთის ინტერვალით ავტოავარიაში ორჯერ მოჰყვა, არსებული ინფორმაციით, მძიმედაა. დაშავებულები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევებზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ფოტო: My city – Chkhorotsku
Print