ახალი ამბები
თამაზ ცახნაკია - აფხაზეთს ვაქცინა UNICEF-მა გადასცა და არა საქართველოს ხელისუფლებამ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინიტრი თამაზ ცახნაკია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისმა სოხუმს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა, წერს " ეხო კავკაზა".

"გადმოგვცა არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საერთაშორისო ორგანზაცია UNICEF-მა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებულია ისეთი საკითხებით, როგორიცაა ვაქცინაცია და მედიკამენტები. საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არაფერს ვიღებთ, მით უმეტეს, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო", – განაცხადა თამაზ ცახნაკიამ.

მისივე თქმით, ვაქცინების საკითხს "ჰუმანიტარულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი", ზურაბ ლაკერბაია კურირებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 2 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შესყიდული გრიპის ვაქცინის 235 ათასი დოზიდან, 10 ათასი აფხაზეთს გადასცეს.


Print