ახალი ამბები
როგორი ზამთარი იქნება საქართველოში 2020-2021 წლის სეზონზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020-2021 წლის ზამთრის სეზონზე ტემპერატურა, ისევე, როგორც ნალექების რაოდენობა, ნორმის ფარგლებში იქნება. ინფორმაციას სააგენტო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, შესაძლოა, ნორმაზე 1 გრადუსით თბილი იყოს.


სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.

Print