ახალი ამბები
ასლან ბჟანია : რუსეთთან თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა წინა პლანზე დგება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი პალატის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთის სამხედრო ნაწილებში და უკმაყოფილო დარჩა იქ არსებული სიტუაციით. იმის გავითვალისწინებთ, რომე სოხუმს და თბილისს არ აქვთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ასლან ბჟანია თვლის, რომ პირველ რიგში სამხედრო უსაფრთხოების საკითხები უნდა მოგვარდეს, წერს "აიაირა".

"საქართველო კვლავ მიიჩნევს აფხაზეთს თავის ტერიტორიად და მნიშვნელოვანი რაოდენობის სახელმწიფოები ამის მიმართ სოლიდარული არიან, სამხედრო უსაფრთხოების საკითხი დგება წინა პლანზე... ალბათ, კარგად გახსოვთ 2008 წლის მოვლენები სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აქვს გლობალური შედეგები. ჩვენი ალიანსის გაძლიერება, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ალიანსის და თავდაცვის უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის შექმნა წინა პლანზე დგება. ამ მშვიდობისთვის უნდა გადავიხადოთ, ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს, შეიარაღებული ადამიანის შენარჩუნება იაფი საქმე არ არის", – აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, სოხუმსა და მოსკოვს შორის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას 2014 წელს მოეწერა ხელი. დოკუმენტი "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებას" ითვალისიწინებს.



Print