ახალი ამბები
სოხუმმა Covid 19 – ით ინფიცირების 87 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა

აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას  Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 482 ადამიანს ჩაუტარდა.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 35 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6 400 შემთხვევაა დადასტურებული,  გარდაცვლილია 86 , გამოჯანმრთელდა - 4 498 ადამიანი. 



 

Print