ახალი ამბები
ჩერნომორენერგო: ავარიის გამო სოხუმის ნაწილი და იაშტუხა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ქვესადგურში სოხუმი-1 მომხდარი ავარიის გამო სოხუმის ნაწილს და სოფელ იაშტუხას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, დილის 5 საათზე კაბელის აალების გამო ხანძარი გაჩნდა, რომლი კერაა - 33 ფიდერი "იაშტუხა".



ენერგოკომპანიის განცხადებით, ავარიის სირთულის გათვალისიწნებით, მის სრულ ლიკვიდაციას, დაახლოებით, 2 კვირა დასჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში დამონტაჟდება დროებითი მოწყობილობა და მოსახლეობას ელექტროენერგია ავარიული სქემით მიეწოდება.


 

Print