ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 433 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301 პირი. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, აქ კორონავირუსი კიდევ 433 ადამიანს დაუდასტურდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ ვირუსით გარდაცვალების 1 504 შემთხვევაა.



Print