ახალი ამბები
ჩერნომორენერგო: სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ჯერჯერობით შუქის გარეშე რჩება სოფელი იაშტუხა. სალიკვიდაციო სამუშაოები ავარიის შედეგების აღმოფხვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს ინფორმაციას.

5 დეკემბერს,სოხუმის ქვესადგურში მომხდარი ავარიის გამო, სოხუმის ნაწილს და სოფელ იაშტუხას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ავარია ხანძარმა გამოწივია, რომელიც კაბელის აალების გამო გაჩნდა. მისი კერა 33 ფიდერი "იაშტუხა" იყო.






Print