ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 111 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას  Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი სულ 442 ადამიანს ჩაუტარდა.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 34 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება. მათგან 2 - მძიმე მდგომარეობაშია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 47 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6511 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 87 , გამოჯანმრთელდა - 4 645 ადამიანი.


Print