ახალი ამბები
სენაკში პურის საცხობში აფეთქება მოხდა
სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურსაცხობ "ვერსალში" აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩაიმსხვრა საცხობის მინები.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
Print