ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსისგან 4 ადამიანი გარდაიცვალა
აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას  Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი სულ 446 ადამიანს ჩაუტარდა.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 85 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 35 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 34, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 27.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში 55 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6619 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 91 , გამოჯანმრთელდა - 4845 ადამიანი.



Print