ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფი 90-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, კოვიდკლინიკებში 271 პაციენტი მკურნალობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი ახალი კორონავირუსისგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუხის კლინიკაში 135 კოვიდპაციენტი იმყოფება, მათ შორის, 70-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში მყოფი 40 პაციენტიდან, 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში კი 41 კოვიდპაციენტი გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, მძიმე 11 პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტია მოთავსებული, ხოლო აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 27 პირი მკურნალობს.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს, იზოლაციის სავალდებულო პერიოდს 123 მოქალაქე გადის.

Print