ახალი ამბები
ია კერზაიას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. მისი შვილის ბაჩანა შენგელიას თქმით, სტრასბურგიდან უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ პასუხი, დაიწყება თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  საქმის "შენგელია საქართველოს წინააღმდეგ" არსებითი განხილვა. ასეთი სახელწოდების სარჩელი ევროსასამართლოში გასული წლის დეკემბერში დარეგისტრირდა და ია კერზაიას მიმართ შესაძლო ზეწოლისა და გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.

"ყოველდღიურად ველოდებით პირველად გადაწყვეტილებას. ერთადერთი იმედი დაგვრჩა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში, იანვრის ბოლომდე მაინც გვექნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქართველოში სასამართლოს ყველა ინსტანცია ამოვწურეთ, თუმცა უშედეგოდ. აქ გამოძიებაც კი 6 თვეში დახურეს. ჯერჯერობით ,არ გვყავს პროცედურულად წარმომადგენელი, მხოლოდ სარჩელი გვაქვს შეტანილი და თუ დაიწყება საჩივრის არსებითი განხილვა, მაშინ დაინიშნება ჩვენგან წარმომადგენელი", - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ინფორმაციისთვის, ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და გარდაცვალებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია: საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში დავარეგისტრირეთ

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - ბაჩანა შენგელია პროკურატურას პასუხობს

ბაჩანა შენგელია: ცინიკური გადაწყვეტილებაა იას საქმის მთავარი ფიგურანტის გახარიას დაწინაურება 

საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის მიღებაზე უარი თქვა

პარლამენტის წევრი: არ მომწონს, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა

ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს

ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან

მინისტრი: თუ ჩემ მიმართ ია კერზაიას საქმეზე მორალური პასუხისმგებლობა დადგება, თანამდებობას დავტოვებ

მსჯელობა ია კერზაიას საქმეზე 

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს ია კერზაიას საქმე შეისწავლოს

ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
Print