ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 98 ახალი შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 438 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 98 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაციას Covid 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. 9 დეკემბრის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 92 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში 50 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირის საავადმყოფოში კი 23.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6815 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 92 , გამოჯანმრთელდა - 5004 ადამიანი.



Print