ახალი ამბები
ხობსა და ფოთში 30 000 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა ქალაქ ფოთსა და ხობის რაიონში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახხმად, საუბარია 50 ბლოკ და 1000 კოლოფ (ჯამში 30 000 ღერ) თამბაქოს ნაწარმზე.

ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Print