რეგიონი
ბოლო ორ თვეში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციისთვის 9 პირია დაკავებული - უწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, ამოღებული თამბაქოს ჯამური საბაზრო ღირებულება 300 000 ლარია. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირებიდან, 9 მათგანი დაკავებულია.

„გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია“, - ამბობენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, უაქციზო სიგარეტები, ძირითადად, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოაქვთ და ზუგდიდის ბაზარში იყიდება.

Print