ახალი ამბები
სამგზავრო მატარებლები მოძრაობას 24 დეკემბრიდან დროებით განაახლებენ
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ამავე ცნობით, ბილეთების შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია, სალაროები კი სადგურებში 23 დეკემბერს გაიხსნება.

"მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print