ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 109 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 457 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 109 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას СOVID 19 - სგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს 1 პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, 58 წლის კოვიდ დადასტურებული მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში 14 ნოემბრიდან მკურნალობდა, მას ორმხრივი გატარებული პოლპოლისგემნეტარული პნევმონია აღენიშნებოდა, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

ამავე მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 84 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდ დადებითი პაციენტი იმყოფება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში ამჟამად 51 კოვიდინფიცირებული იმყოფება. მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6924 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 93 , გამოჯანმრთელდა - 5096 ადამიანი.

Print