ახალი ამბები
სოხუმი: 3 - დან 10 დეკემბრამდე ენგურის ხიდი 500 - ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა
ენგურის ხიდზე განთავსებული ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტი 3 – 10 დეკემბერს 500 - ზე მეტმა მოქალაქემ გადაკვეთა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" წარმომადგენელმა რუსტამ ლატიპოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, "ჰუმანიტარული კორიდორის" გახსნის პირველ დღეს ადმინისტრაციული საზღვარი არავის გადაუკვეთავს, შემდგომ დღეებში, ენგურის ხიდზე, საშუალოდ, 60 ადამიანი გადადიოდა.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად 3 დეკემბრის 9:00 საათზე გაიხსნა და 10 დეკემბრის 18:00 საათზე ისევ ჩაიკეტა.

მანამდე აფხაზურმა მხარემ პანდემიის მიზეზით  ჩაკეტილ ენგურის ხიდზე ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, ასევე ცალმხრივად, რამდენიმე დღით, ოთხჯერ გახსნა.

Print