ახალი ამბები
ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახს ოროთახიანი ხის სახლი დაეწვა
ზუგდიდში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამუშიების ოჯახს საცხოვრებელი სახლი რამდენიმე საათის წინ მთლიანად დაეწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშიების თქმით, საოჯახო ნივთების და სურსათ-სანოვაგეს გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათ სამი მცირე წლოვანი შვილი ჰყავთ.


„ოროთახიანი პატარა ხის სახლი იყო და ძალიან სწრაფად დაიწვა. ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ, არაფერი დაგვრჩა საერთოდ. ლოგინადმყოფი ბებია გვყავს და მის ოთახში გაჩნდა ცეცხლი. მეზობლებს, რომ არ გამოეყვანათ დაიწვებოდა. სამი მცირე წლოვანი შვილი მყავს, წელიწადნახევრის  და 5 წლის ბიჭები. ხანძარი, სავარაუდოდ, მელოგინე ბებიას ოთახში გაჩნდა, ჩვენ გარეთ ვიყავით. მეზობლებს, რომ არ გამოეყვანათ დაიწვებოდა. ახლა ბებია ნათესავებმა დროებით წაიყვანეს. ქირით უნდა გადავიდეთ, მაგრამ სოციალურად დაუცველები ვართ და გადახდა ძალიან გაგვიჭირდება“, - ამბობენ სამუშიები.



ოჯახი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.
Print