ახალი ამბები
გალის სოფელ ჭუბურხინჯში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
დე ფაქტო რესპუბლიკის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის წყალში არ დამხრჩვალა და მას გარდაცვალებამდე გარკვეული სახის დაზიანებები აქვს მიღებული. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.

"ვარაუდობენ, რომ მანქანით დაეჯახა ვიღაცა და კვალის დასაფარად გადააგდო წყალში. ითქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეც დააკავესო", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭუბურხინჯის მკვიდრმა.

აფხაზეთის "მილიციას" მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Print