ახალი ამბები
გაგრის და გუდაუთის რაიონებში ტყეს უკიდია
გაგრის რაიონის სოფელ ფსახარასთან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 13 დეკემბრის საღამოს მიიღო. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი გაემართა. მეხანძრე - მაშველებმა ახლომდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელებას შეუშალეს ხელი, თუმცა, რთული ლანდშაფტის გამო, მათ ვერ შეძლეს სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება. ცეცხლი მთის ფერდობს მოედო. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების სავარაუდო ფართობი 30 ჰექტარია.

12 დეკემბერს ხანძარი გაცნდა გუდაუთის რაიონის სოფელ ოთხარასთან. ის, დაახლოებით, 15 ჰექტარზეა მოდებული. უწყების ინფორმაციით, რთულად მისადგომი ადგილების გამო აქაც ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა, თუმცა, საგანგებოს თანამშრომლები 24 საათიან მონიტორინგს აწარმოებენ, რათა არ დაუშვან ცეცხლის დასახლებულ პუნქტთან მოახლოება.


Print