ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 140 ადამიანს დაუდგინდა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 595 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 140-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 95 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ოჩამჩირის საავადმყოფოში - 26 , ხოლო გაგრის საავადმყოფოში - 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს. 

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 52 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7409 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5387 ადამიანი.



Print