ახალი ამბები
გაგრისა და გუდაუთის ტყეებში ხანძარი ლიკვიდირებულია
გაგრის და გუდაუთის რაიონის ტყეებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა ბატალ ბარჩანმა განუცხადა. მისი თქმით, მეხანძრეების ძალისხმევით და ასევე, მოსული წვიმის გამო, ხანძრის კერების ჩაქრობა მოხერხდა.

გუდაუთის რაიონის ტყეში, სოფელ ხოფთან (ხუაპ) ხანძარი 12 დეკემბერს გაჩნდა და დაახლოებით 15 ჰექტარზე იყო გავრცელდა, ხოლო გაგრის რაიონში - 13 დეკემბერს, ის სოფელ კოლხიდას (ფსახარას) მახლობლად, ტყეში, 30 ჰექტარზე იყო მოდებული. რთული ლანდშაფტის გამო მეხანძრეებმა ადგილზე სპეცტექნიკის მიყვანა ვერ მოახერხეს.

Print