ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 421 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 23 .

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 52 ინფიცირებული იმყოფება, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7504 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5545 ადამიანი.





Print