რეგიონი
სამეგრელოს კლინიკებში მყოფი 17 პაციენტის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ
სამეგრელოს კლინიკებში 90-მდე მძიმე და საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 280 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 70 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, 17-ის კი მძიმე.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 150 კოვიდპაციენტი გადის, მათგან 70-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პირია მოთავსებული. სენაკში, "სენა მედის" კლინაში 40 პაციენტი მკურნალობს. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი 28 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. 22 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში.

რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 330 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში კი 71 პირი რჩება.
Print