ახალი ამბები
ასოციაცია "ათინათი" კამპანიას "გულითადი მადლიერება მედპერსონალს" შეუერთდა
კამპანიას "გულითადი მადლიერება მედპერსონალს", რომელიც დღეიდან, 17 დეკემბრიდან დაიწყო, ასოციაცია "ათინათი" შეუერთდა. აქციის ფარგლებში ორგანიზაციის შენობის ფასადზე სიმბოლურად გულია გამოსახული.

დღეიდან კამპანიას ზუგდიდელები ეტაპობრივად უერთდებიან.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად კამპანია რამდენიმე დღის წინ დაგეგმეს. ორგანიზატორების განმარტებით, მათი მიზანი მადლიერების გამოხატვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პანდემიის პერიოდში პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად შრომობენ.

"ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი, გამოხატოს მადლიერება მედპერსონალის მიმართ, შეუძლია ამოჭრას გულის ფორმა სხვადასხვა მასალისგან. მთავარია, ეს გული გამოფინოთ თქვენს ჭიშკარზე, აივანზე. ასოციაცია "ათინათის" პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში დაიბეჭდა 400 სტიკერი, რომელსაც ამავე პროექტის კლუბის წევრმი ახალგაზრდები კამპანიის ფარგლებში დაარიგებენ. სპეციალურად ამ კამპანიისთვის საკუთარი ნამუშევარი შექმნა ახალგაზრდა მხატვარმა გიგი სიჭინავამ. სწორედ ამ ნახატის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური ჩარჩო სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის", - აღნიშნა იდეის ავტორმა გოჩა ლაგვილავამ.

"გულითადი მადლიერების"
კამპანია 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.




Print