ახალი ამბები
სენაკში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სენაკის რაიონში დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა.

უწყების განცხადების თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
Print