ახალი ამბები
ნათია თურნავა: სამწუხაროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაგვიანდა, რჩება პრიორიტეტად
ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ რჩება პრიორიტეტად საქართველოს მთავრობისთვის - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია.

„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
Print