ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 92 და პაციენტის გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 443 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 92-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

20 დეკემბერს გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსისგან 1958 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, ის "მძიმე ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიით" სამედიცინო დაწესებულებაში 6 დეკემბერს შეიყვანეს, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიბებისა, პაციენტი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 92 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 24.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 66 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7871 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 102,  გამოჯანმრთელდა - 6003 ადამიანი.



Print