ახალი ამბები
ნისლი, ქარბუქი, ძლიერი ნალექი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები 23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექს ელოდებიან, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

ამავე ცნობით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print