ახალი ამბები
სამეგრელოში კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელოში კოვიდინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი, 73 წლის მამაკაცი რუხის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის ჩხოროწყუს მკვიდრია. მარტვილში მცხოვრები 54 წლის მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მესამე გარდაცვლილს, ის 81 წლის მამაკაცია და ზუგდიდში ცხოვრობდა, მკურნალობის კურსს კი რუხის კლინიკაში გადიოდა.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდ-19 კიდევ 146 მოქალაქეს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 645 პაციენტი.

Print