ახალი ამბები
ყულიშკარში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყულიშკარში გაუჩინარებული შალვა გულუას საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დედის განცხადების საფუძველზეა დაწყებული, სადაც განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

"რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ წითელი ფერის მსუბუქ ავტომობილს, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაირკვა, რომ აღნიშნული ავტომობილი აღრიცხულია სხვა პირზე, რომელმაც რეგისტრაციის გარეშე მიჰყიდა და ავტომობილით სარგებლობდა შ.გ.

მოქალაქე შ.გ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print