ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან 26-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით 6 კოვიდკლინიკაში მოთავსებული 293 პაციენტიდან ყველაზე მეტი - 121 ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მკურნალობს. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით საშუალოდ მძიმეა 70 კოვიდპაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, 26 პაციენტი კი მძიმედაა.

ამავე ცნობით, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში -25. სენაკში, "სენ-ამედის" კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, სენაკში, "ლაზიკა მედიში" - 40 პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 28 ინფიცირებულია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 720 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 49 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ბოლო სტატისტიკით, კიდევ 120 მოქალაქე დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.
Print