ახალი ამბები
პოლიციამ მესტიაში ელექტროენერგიის მიტაცების ფაქტი აღმოაჩნა- „ენერგო-პრო ჯორჯია“
მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო ,,ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა, რომლებიც უკანონოთ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. დატაცების ფაქტი მესტიის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო ,,ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას კვლავ მწყობრიდან გამოყავს. ამასთან, ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ სთხოვს ყველა შესაბამის ორგანოს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის პროცესი.


ამავე თემაზე:


მესტიის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვისკენ მოუწოდებს
Print