რეგიონი
გახარია ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: ჩემი დავალება იყო, რომ სისხლი არ დაღვრილიყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირადად მისი დავალება იყო, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სპეცოპერაცია უსისხლოდ დასრულებულიყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში თემის კომენტირებისას უთხრა.

"რა თქმა უნდა, მაშინ ჩემი დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ დაღვრილიყო. ესაა ჩემი მოვალეობა, ისევე როგორც შსს- ს მოვალეობაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასჯელის გარდაუვალობა აღსრულებული იყოს და მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს", - აღნიშნა პრემიერმა.

საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას შინაგან საქმეთა სამინისტო ორ თვეზე მეტია ეძებს.


ამავე თემაზე:

ვახტანგ გომელაური ბადრის ესებუაზე: დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, სად წავა
Print