ახალი ამბები
ყულიშკარში დაკარგული შალვა გულუა სახლში დაბრუნდა და ბადრი ესებუასთან კავშირს უარყოფს
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი უკვე სახლშია. აღნიშნულს ადასტურებენ შს სამინისტროში და ამბობენ, რომ შალვა გულუა უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე, თუმცა სხვა დეტალებს არ ახმაურებენ.

როგორც რადიო "ათინათს" გულუას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა უთხრა, დაკითხვაზე მამაკაცმა საკუთარი გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა. მისივე თქმით, გულუა ბადრი ესებუასთან კავშირს უარყოფს.

"ამბობს, რომ ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის გამო გადავარდა მანქანა. შეეშინდა და მიიმალა", - გვითხრა ყურაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყულიშკარში გაუჩინარებული მამაკაცის საქმეზე გამოძიება გულუას დედის განცხადების საფუძველზე 23 დეკემბერს დაიწყო. შს ცნობით, განცხადების ავტორი აღნიშნავდა, რომ მისი შვილი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.


Print