ახალი ამბები
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა, მისი მეწყვილე კი დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
Print