ახალი ამბები
წალენჯიხაში ტყეს უკიდია
წალენჯიხის სოფელ სქურის მიმდებარედ ტყე იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ორ კერად, 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე უკიდია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. 

რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველები ქვეითად მოუწიათ გადაადგილება. ამავე ცნობით, ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები.

Print