რეგიონი
სქურში ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო
წალენჯიხის სოფელ სქურის ტყეში, ორდღიანი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ორივე კერა ჩამქრალია და მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი. ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
Print
თეგები: სქური / ტყე / ცეცხლი /