ახალი ამბები
კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები 4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო მუნიციპალიტეტებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, კოლხეთის დაბლობზე და სხვა რეგიონებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიღწიოს.

"4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს",- ნათქვამია სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print