ახალი ამბები
გუდაუთის სოფელ მწარას მიმდებარედ ტყეს უკიდია
გუდაუთის რაიონის სოფელ მწარას მიმდებარედ უკვე რამდენიმე დღეა ტყის ქვედა საფარს უკიდია. ამის შესახებ "აიაირას" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ამავე ინფორმაციით, რთული ლანდშაფტის გამო, მეხანძრეები ვერ ახერხებენ ადგილზე სპეცტენიკის მიყვანას. ამავე მიზეზით, ჯერჯერობით ვერ ადგენენ, თუ რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული. საგანგებოს თანამშრომლები მონიტორინგს აწარმოებენ, რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტთან მიახლოების შემთხვევაში მისი ლოკალიზება შეძლონ. 

მანამდე გუდაუთისა და გაგრის რაიონის მთიანი სოფლების მიმდებარედ იწვოდა ტყეები, ხანძარი 45 ჰექტარზე იყო მოდებული. მეხენძრეებმა მხოლოდ მეოთხე დღეს მოახერხეს მისი ლიკვიდირება. 

Print