ახალი ამბები
წინასაახალწლო დღეებში სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 95 და გარდაცვალების 6 შემთხვევა დაადასტურა
წინასაახალწლო დღეებში თვითაღიარებულს აფხაზეთში 379 ადამიანი გამოიკვლიეს. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 30 და 31 დეკემბერს Covid-19 დაუდასტურდა 95 ადამიანს, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა, 83 და 76 წლის ორი მამაკაცი და 43 წლის ქალი.

კიდევ სამი ინფიცირებული,1947 და 1949 წელს დაბადებული ორი მამაკაცი და 1944 წელს დაბადებული ქალი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

სოხუმმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამ დროდმე იკრძალება მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, კულტურული და საგამოფენო ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, არ მოქმედებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. იკრძალება სპა და მასაჟის სალონების, საუნების მუშაობა.

შეზღუვდები მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. გარდა ამისა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სამსახურში მისვლის ვალდებულებისგან.



Print