ახალი ამბები
აფხაზეთში ბოლო დღეებში Сovid-19 - ის 129 შემთხვევა დაფიქსირდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა
2021 წლის 1 - 3 იანვარს აფხაზეთში 462 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 129 - ს კორონავირუსი გამოუვლინდა. ამავე პერიოდში Covid – 19 - ით გამოწვეული გართულებებისგან გუდაუთის ჰოსპიტალში 5 პაციენტი გარდაიცვალა, სამი ქალი, 66, 69 და 72 წლის, და ორი მამაკაცი - 69 და 70 წლის. ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის შენობაში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების გამო PCR-კვლევები 2021 წლის 1 იანვრიდან არ ჩატარებულა, თუმცა ბიომასალის შეგროვება გრძელდებოდა. ანალიზების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

4 იანვრიდან ოპერეატიული შტაბის მონაცემების გამოქვეყნება ძველ რეჟიმში გაგრძელდება.


Print